ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ტრადიციები სახელგატეხილ ქალებს დაემსგავსნენ. ყველა რომ უარყოფს, ლანძღავს, მაგრამ მაინც ყველა მეგობრობს მათთან. ზოგადად, ჩვენს ბუნებაში ღრმად დევს დამალობანას თამაში. ჩვენ მშვენივრად ვმალავთ საკუთარ მანკიერებაბს. გვიყვარს ილუზიაში ცხოვრება… მართლაც რომ “გარედან მტეს ვუფსებთ თვალს, შიგნიდან – მოყვარეს.” მერედა რა დიდად გვსიამოვნებს სხვები უმიზეზოდ რომ გვაქებან. 😀 პირფერების ქათინაურები ენთუზიაზმით გვავსებს და ამ აფერისტობაში გართულებს რეალობა ინსტიქტურად გვავიწყდება. სხვათაშორის (სიტყვამ მოიტანა და), “ინსტიქტურად”-ზე ვგიჯდებით _ რატომაც არა, ზედმეტ პასუხისმგებლობას ინსტიქტი თუ აგარიდებს, ამაზე კარგი რა უნდა იყოს?ისე კი… ერთმანეთს ვერ ველევით… სიყვარული რა შუაშია, უბრალოდ შურის საგანი ჰაერივით გვჭირდება.