მარტინ ბრესტის ფილმი, რომელიც 1992 წელს გამოუშვეს. სცენარის ავტორია ბო გოლდმენი. მონაწილეობენ: ალ პაჩინო, კრის ო’დონელი, ჯეიმს რებორნი, გაბრიელ ენვორი და სხვა. ფილმმა ოსკარი მოიპოვა და საუკეთესო მსახიობის ტიტული ალ პაჩინოს ხვდა წილად. ფილმმა დიდ წარმატებას მიაღწია ოქროს გლობუსზეც და მიიღო სამი ჯილდო ნომინაციებისთვის: საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო სცენარის დადგმა და წლის საუკეთესო ფილმი.
სინამდვილეში ”ქალის სურნელი”დინო რისის ფილმის, ”Profumo di donna”-ს (რომელიც გადაიღეს 1974 წელს) რემეიკს წარმოადგენს.

რაც შეეხება ფილმის დასახელებას, ”ქალის სურნელი” იმიტომ,რომ მთავარ გმირს, ლეიტენანტ პოლკოვნიკი ფრენკ სლეიდს (ალ პაჩინო) ქალის სურნელით შეუძლია ამოიცნოს მისი ვიზუალური თუ შინაგანი მონაცემები, განსაზღვროს ქალის ხასიათი და ა.შ. უცნაური ისაა, რომ ომის ვეტერანი ბრმაა და ვერაფერს ხედავს. ის მიუხედავად გარეგნული სიძლიერისა, სასოწარკვეთის ზღვარზეა და გადაწყვეტილი აქვს თავი მოიკლას. მაგრამ მანამდე სურს საუკეთესო ტური ჩაატაროს ნიუ-იორკში და ცხოვრებისგან აბსოლუტური სიამოვნება მიიღოს. ამ სურვილის განხორციელებაში პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდს თავისი ახლადდაქირავებული დამხმარე ბიჭი ჩარლი დაეხმარება. ჩარლი კოლეჯის ღარიბი, მაგრამ ნიჭიერი სტუდენტია. ის საოცრად მორიდებული და კეთილსინდისიერი ადამიანია.

საბოლოო ჯამში მოვლენები ფანტასტიურად ვითარდება. ლეიტენანტი და ჩარლი საუკეთესო მეგობრები გახდებიან და ერთმანეთს დიდ სამსახურსაც გაუწევენ… ჩარლი მისი სამსახურიდან გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე ეს 300 დოლარია. განსაკუთრებუთ ამაღელვებელია ფილმის დასკვნითი ეტაპი. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ ”ქალის სურნელი” ერთერთია იმ გენიალური ფილმებიდან, რომელიც სანამ ცოცხალი ხარ, აუცილებლად უნდა ნახო.