რომაელები თვლიდნენ, რომ ტროას გმირის – ენეოსის შთამომავლები იყვნენ, რომელმაც ტროას დაცემის შემდეგ თავს გაქცევით უშველა და ამ ტერიტორიაზე დასახლდა. თავად რომი კი გადმოცემის თანახმად დააარსდა ომის ღმერთის – მარსის ტყუპი ვაჟებიდან ერთ-ერთმა – რომულუსმა.
თავდაპირველად რომი ძალიან მოკრძალებულად გამოიყურებოდა, რომელიც მდინარე ტიბრის ნაპირას, ბორცვზე განლაგებულ პატარ-პატარა სოფლებისგან შედგებოდა. ძვ.წ. 510 წელს რომაელებმა რესპუბლიკა დააარსეს, რომლის უზენაეს ორგანოს სენატი წარმოადგენდა. მკაცრი ადათებისა და სასტიკი ბრძოლების მიუხედავად, რომაულმა ცივილიზაციამ უდიდეს სიმაღლეს მიაღწია.
მოგვიანებით სწორედ რომი გახდა ქრისტიანობის ბასტიონი მთელ მსოფლიოში. ქრისტიანობა გამოცხადდა რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად, რითაც მან შეიძინა ანტიკური და შუა საუკუნეების სამყაროთა შორის გადებული ერთგვარი გარდამავალი ხიდის ფუნქცია.
თამაზ გაბოძე ”მოსწავლის სამაგიდო წიგნი”
როგორ დაარსდა რომის იმპერია?
19/02/2012
თითქმის ყველაფერზე. როგორ დაარსდა რომის იმპერია 2 Comments
იან 22, 2013 @ 13:30:41
dzalian magaria magram istoriistvis ufro meti mchirdeba tu daamatebt dzalian kargi iqnebaaaaaaaa
იან 23, 2013 @ 15:55:52
გვანცა, აქ მართლაც ძალიან ზოგადი ინფორმაცია მაქვს მოტანილი, სამწუხაროა, რომ ჩემი ბლოგი ვერ დაგეხმარა. იმედია, სხვა დროს უკეთ გამოიყენებ 🙂 🙂