თავდაპირველად კართაგენი ფინიკიელების მიერ, ჩრდილოეთ აფრიკაში – დღევანდელი ტუნისის ტერიტორიაზე დაარსებულ კოლონიას წარმოადგენდა. მისი მცხოვრებლები ძირითადად ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი. ვაჭრობის განვითარებამ და ვერცხლის საბადოების არსებობამ ხელი შეუწყო კართაგენის მდიდარ და ძლევამოსილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, რამაც რომაელების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ვერ ეგუებოდნენ მათ მეზობლად ძლიერი სახელმწიფოს არსებობას. ამიტომ მისი სრული მოსპობა გადაწყვიტეს. სწორედ აქედან მოდის გამოთქმა ” კართაგენი უნდა დაინგრეს”.
ხანგრძლივი ომების შედეგად ძვ.წ. 146 წელს რომაელებმა ქალაქი აიღეს. მათ სრულიად გაანადგურეს კართაგენი და მის არსებობას სამუდამოდ დაუსვეს წერტილი.

Advertisements