1. აშშ-ში დამოუკიდებლობის დღეს 4 ივლისს აღნიშნავდნენ.
2. ჯინჯილა არის ქერის პური.
3. ,,ყვარყვარე თუთაბერი” დრამატურგმა, პოლიკარპე კაკაბაძემ დაწერა.
4. აქილევსისა და იაზონის მასწავლებელს, მითიურ კენტავრს ქირონი ერქვა.
5. გემის მიერ წყალზე დატოვებულ კვალს კილვატერი ეწოდება.
6. ვალენტინა ტერეშკოვა პირველი კოსმონავტი ქალი იყო.
7. თავისუფლების ქანდაკება ამერიკას საფრანგეთმა აჩუქა.
8. ჩინელები ბეჰემოთს მდინარის ცხენს ეძახიან.
9. სამბო ზანგისა და ინდიელის შთამომავალია.
10. ტროას ომში მტრის სიმაგრე ბერძნებმა ხის ცხენის მეშვეობით აიღეს.
11. ფაშისტური გერმანიის დროშაზე გამოსახულ ჯვარს სვასტიკა ჰქვია.
12. 1918 წლიდან საქართველო გრიგორიანული კალენდრით სარგებლობს.
13. დიდი ბრიტანეთის პარლამენტი 2 პალატიანია.
14. კონტრაბასს 4 სიმი აქვს.
15. რუსეთის იმპერატორები რომანოვები იყვნენ.
16. მონარქის მცირეწლოვანების შემთხვევაში მეფის უფლება-მოვალეობების შემთავსებელს რეგენტი ჰქვია.
17. სომბრერო ესპანური ფართოფარფლიანი ქუდია.
18. რუსთაველის თეატრში ბ.ბრეხტის ,,კავკასიური ცარცის წრე” რობერტ სტურუამ დადგა.
19. კაბერნე ფრანგული ვაზის ჯიშია.
20. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს ერთმანეთთან როკის გვირაბი აკავშირებს.
21. ქრისტიანულ სამყაროში შემოღებულ 532 წლიან ციკლს ქორონიკონი ჰქვია.
22. ციურ სხეულებზე დასაკვირვებლად ტელესკოპი პირველად გალილეი გალილეომ გამოიყენა.
23. ევოლუციის მეცნიერულ თეორიას საფუძველი ჩარლზ დარვინმა ჩაუყარა.
24. მედიცინაში ქსოვილთა და ორგანოთა გადანერგვას ტრანსპლანტაცია ჰქვია.
25. ინდიელისა და თეთრკანიანის შთამომავალს მეტისს ეძახიან.
26. თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ქემალ ათათურქი იყო.
27. ქალაქი პომპეი ვეზუვის ამოფრქვევამ გაანადგურა.
28. სუნიზმი და შიიზმი ისლამის განშტოებებია.
29. წითელ ღვინოს, რომელსაც ხმარობენ ზიარებისა და ჯვრისწერის დროს ზედაშე ჰქვია.
30. სამეგრელოს ძველად ოდიში ერქვა.