XVI საუკუნეში ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. მისი მეფეები მუდმივად ცდილობდნენ ახალი ტერიტორიებისა და სიმდიდრის მოპოვებას. ამიტომ ამერიკის კონტინენტის აღმოჩენისთანავე ესპანელებმა დაიწყეს ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის დაპყრობა.თავგადასავლების მაძიებელი ავანტიურისტები მიემგზავრებოდნენ ამერიკის კონტინენტზე ბედის საძებნელად. ეს ხალხი ცნობილია, როგორც კონკისტადორები. მათი მიზანი მიწების, ოქროს, ვერცხლის და სხვა ძვირფასეულობის მოპოვება იყო. ისინი აგრეთვე ადგილობრივ მოსახლეობაში ქრისტიანობის გავრცელებას ცდილობდნენ.
თამაზ გაბოძე ”მოსწავლის სამაგიდო წიგნი”