Never let me go
მარკ რომანეკის ფილმი. როლებში: კერი მალიგანი, ენდრიუ გარფილდი, კირა ნაიტლი, ჩარლი როუ, ელა პურნელა.
ჩემი აზრით ფილმს განსაკუთრებული შინაარსი და მიმდიანარეობა გააჩნია. მისი მთავარი გმირები ინტერნატში გაიზარდნენ. აქ ცხოვრებენ ბავშვები, რომელთაც განსაკუთრებული სიმკაცრით ზრდიან და გამუდმებით უტარებენ სამედიცინო შემოწმებას. ერთი შეხედვით ისინი ჩვეულებრივი, ლამაზი ბავშვები არიან და ერთადერთი მათი პრობლემა უკიდურესი სიღარიბეა. ამაზე მათი გაცვეთილი ტანსაცმელი და სათამაშოებიც კარგად მიუთითებს. თუმცა რატომღაც მათ არ ასწავლიან ლიტერატურას, მათემატიკას, ქცევის წესებს, საზოგადოებასთან ურთიერთობას. არანაირი კონტაქტი არ აქვთ გარე სამყაროსთან. ამიტომაა, რომ სჯერათ სრულიად უსაფუძვლო ზღაპრების და მითების, რომლებსაც სკოლის მასწავლებლები შთააგონებენ. ერთადერთი, რაც ბავშვებს ევალებათ ხატვაა, ამიტომ მთელი დღეები ხატავენ და დასცინიან მათ, ვისაც ეს არ ეხერხება.

ერთ დღესაც ბავშვების ცხოვრებაში ჩნდება მასწავლებელი, რომელიც განსაკუთრებული გულწრფელობითა და ჰუმანურობით გამოირჩევა. ამიტომ მისი წყალობით ბავშვები სიმართეს შეიტყობენ, ანუ იმას, რომ ისინი სინამდვილეში კლონები არიან და იმისთვის ზრდიან, რომ მათი ორგანოები დონორებად გამოიყენონ. ამის შემდეგ ნათელი ხდება, თუ რატომ არ ექცევიან ამ ბავშვებს ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს.

ფილმი ორი გოგონასა და ერთი ბიჭის ცხოვრების დეტალებზე დაყრდნობით ვითარდება. პატარა კეტი უმეგობრდება ტომს, რომელს ყველა დასცინის და შეურაცხყოფს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის სამაგალითო სულაც არაა სპორტსა და ხატვაში. კეტი ერთადერთია, რომელსთვისაც ეს ბარიერს არ წარმოადგენს. ამიტომ კეტი და ტომი ერთად დიდ დროს ატარებენ, სეირნობენ, საუბრობენ. ეს ყველაფერი განსაკუთრებით კეტის საუკეთესო მეგობარს, რუთს აღიზიანებს. ამიტომ ის ყველა ღონეს ხმარობს და ტომს კოცნას დასტყუებს, ამის შემდეგ კი გვერდიდად არასოდეს მოშორებია. კეტი მაინც მეგობრობს რუთთან და მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ტომთანაც.
როცა ისინი იზრდებიან, გზავნიან ერთ-ერთ დასახლებაში, სადაც შედარებით დიდ დამოუკიდებლობას იძენენ. თუმცა არცერთ მათგან არ უფიქრია გაქცეოდა საკუთარ რეალობას. მაყურებლისთვის შესაძლოა ცოტა გამაღიზიანებლად ჩანდეს, რომ მათ არ უჩნდებათ პროტესტის გრძნობა და მშვიდად ელიან, როგორ ამოკვეთენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს.
კეტი, რუთი და ტომი დასახლებაში გაიცნობენ შეყვარებულ წყვილს, ასევე კლონებს, რომლებიც შეიტყობენ, რომ თუ ქალსა და კაცს ერთმანეთი შეუყვარდება, ინტერნატი უფლებას აძლევს ცოტა ხნით გაუხანგრძლივონ ერთად ყოფნის პერიოდი. ეს პაწაწინა იმედი გულში უვარდება ტომს, რომელსაც კეტისთან ერთად სურს ყოფნა, მაგრამ ამის უფლებას არ აძლევს რუთი, რომელიც მის გოგოდ ითვლება.
ერთხელაც, როცა კეტისთვის აუტანელი ხდება რუთისა და ტომის ყოველდღიური ურთიერთობა და ტომის სისუსტე, მიუხედავად კეტის სიყვარულისა, ის ტოვებს საცხოვრებელს და ექთნად მიდის იმ საავადმყოფოში, სადაც ,,მისიანებს’’ ორგანოებს კვეთენ. მისი მისია კლონებისთვის ტკივისლის შემსუბუქებაა.
გადის 10 წელი და კეტი საავადმყოფოში ხვდება რუთს, რომელსაც უკვე გაუკეთეს 2 ოპერაცია. ის ძალიან სუსტადაა და მესამეს ვეღარ გადაიტანს. ისინი ნახულობენ ტომსაც და ისევ ერთად ატარებენ იმ საღამოს. რუთი პატიებეს თხოვს მათ და მისცემს მისამართს, სადაც ცხოვრებენ პანსიონის მასწავლებლები, რათა კეტიმ და ტომმა მათ დაუმტკიცოს სიყვარული და მოითხოვონ ერთად ცხოვრების რამდენიმე წელი.

ისინი ასეც იქცევიან. ტომს მიაქვს თავისი ნახატები, რადგან სწამს, რომ მათი მეშვეობით მასწავლებლები ჩაიხედავენ მის სულში და დარწმუნდებიან, რომ მას ნამდვილად უყვარს კეტი. დირექტორი მათ გულდასმით უსმენდა, შემდეგ კი თქვა, რომ ნახატები სჭირდებოდათ არა იმიტომ, რომ ჩაეხედათ ბავშვების სულში, არამედ იმიტომ, რომ გაერკვიათ ჰქონდათ თუ არა მათ საერთოდ ის.
ისტორია ტკაგიკულად სრულდება. თუმცა ყველა რწმუნდება, რომ მათ ნამდვილად გააჩნიათ სული, შეუძლიათ სიყვარული და მეგობრობა…