დიდი ხანია გადავწყვიტე ჩემ ახალგაღვიძებულ ბლოგს ეს კატეგორია შევმატო. ვფიქრობდი, რომ ამას ზაფხულისთვის გავაკეთებდი, თუმცა გულმა ვეღარ მომითმინა.  რა თქმა უნდა, ეს არც კრიტიკაა და არც ობიექტური შეფასება. მე უბრალოდ წიგნებზე ვწერ, რომლებიც ოდესმე წამიკითხავს და ჩემი მოსაზრებაც მათზე აბსოლუტურად სუბიექტურია.
ვიცი, რომ სამყაროში არსებული უამრავი სასწაულის მხოლოდ პაწაწინა მარცვალს ვიცნობ და ვერც ვერასოდეს შევძლებ ოდესმე ყველაფერი ვიცოდე, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, თუმცა ეს სულაც არაა მთავარი. მთავარია ადამიანებს არასოდეს გაუქრეთ დაუცხრომელი ინტერესი და სიყვარული წიგნების მიმართ. წიგნი ჩემთვის არასოდეს ყოფილა ზერელე ცნობისმოყვარეობა და მისი ძირითადი შინაარსითაც ნაკლებად ვინტერესდები. ის პირველ რიგში მორიგი სიამოვნება და ამოცანაა. ასევე მორიგი ამოცანა ჩემთვის ბლოგის ამ ნაწილის საინტერესოდ წარმართვაა და იმედია ყველაფერი კარგად გამომივა. 