მოკლედ, მე ახლა ვზივარ სრულიად უიდეო და ილაჯგამოცლილი და არც კი ვფიქრობ რა დავწერო ამ წიგნზე. ეს, პრინციპში, ჩემი მხრიდად დიდ პასუხისმგებობას მოითხოვს და იმიტომ კი არა, რომ ეს კლასიკაა, არამედ იმიტომ, რომ ჰიტია. კლასიკას, როგორც წესი, ასეთი ენთუზიაზმით არავინ იტაცებს (სამწუხაროდ, არც მე ვარ გამონაკლისი). შეიძლება საუბარი ბეგბედერზე უკვე საკმაოდ მოძველდა, მაგრამ გადავწყვიტე წიგნზე ცოტა სხვა კუთხით დამეწერა, ეს სხვა კუთხე კი ბალანსის შენარჩუნებაა მის პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებს შორის. ანუ, ჩემი მიზანია არ დავიხარჯო არც მის ქება-დიდებაში და არც მიწასთან გასწორებაში. პირადად მე, მინახავს რამდენიმე ბლოგზე სტატია ან ფეისბუკში გამოვეყნებული პოსტები ამ წიგნთან დაკავშირებით. ბევრი ამბობს, რომ ეს საზიზღრობაა, ბევრისთვის აბსოლუტურად არაფერი, ზოგიც მას საკმაოდ კარგ წიგნად მიიჩნევს.
ჩემი შეფასება ასეთი იქნებოდა: წიგნი ნამდვილად ეხება არსებულ პრობლემატიკას, თუმცა ბევრი რამ გაზვიადებულია, რა თქმა უნდა, გაზვიადებაც არ იქნებოდა მისი, როგორც მხატვრული ნაწარმოების ნაკლი, თუმცა რამდენად არის ის მხარვრულად ღირებულებითი, ნამდვილად სადაო საკითხია. მეორე მხრივ, მე პირდაპირ გეტყვით, რომ წიგნში ბევრი ფრაზა ვნახე ისეთი, რამაც ჩემი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ გთავაზობთ ხშირადგადასაკითხავი ფრაზების სერიას წიგნიდან ,,99 ფრანკი”:

• ევრო იმიტომ გამოიგონეს, რომ მდიდრების ხელფასი 6-ჯერ ნაკლებად აღმაშფოთებლად გამოჩენილიყო.
• ყველა მწერალი ჩამშვებია.
• მონსტრები ყოფილი კეთილი ადამიანები არიან.
• მესამე მსოფლიო ომის თავისებურება ის არის, რომ ეს ომი ყველა ქვეყანამ ერთდროულად წააგო.
• ადამიანებს კრეტინებად ნუ მიიჩნევთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისინი კრეტინები არიან.
• პროფესიონალსა და ახალბედას შორის ის განსხვავებაა, რომ პროფესიონალი მეტს იღებს და ცოტას მუშაობს.
• ის, რასაც ადამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია.
• ქალებთან ყოველთვის ერთნაირი ბაზარია, ან უნდა დაიკიდო, ან უნდა გეშინოდეს, რომ დაიკიდო.
• იცით რა განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის? – ღარიბები ყიდიან ნარკოტიკებს,რომ ,,ნაიკები” იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან ,,ნაიკებს”, რომ ნარკოტიკი იყიდონ.