თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გიყვართ დრამატურგი ჯორჯ ბერნანდ შოუ, აუცილებლად შეიყვარეთ ის!

იმედია პოსტის წერა ძალიან ეპატაჟურად არ დავიწყე.  თავს დღეს მაინც ვერავის ვერაფერს მოახვევს კაცი და თუ მაინც ვინმე მოეხვევა, ამასაც არაფერი აჯობებს, ამ შემთხვევაში. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ის არაჩვეულებრივ ეტიუდებსა და პიესებს წერდა, ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა. ალბათ ყველას გსმენიათ მისი ,,პიგმალიონის” შესახებ (მე აუცილებლად დავწერ მასზე, ოღონდ სხვა დროს). დღეს კი მინდა ბერნანდ შოუზე რამდნიმე ისტორია მოვყვე და ის ფრაზები დავწერო, რომლებიც მართლა საყვარელია ჩემთვის და სიმართლე გითხრათ, შეუძლებლადაც მიმაჩნია ის ვინმეს არ მოსწონდეს.
• ჭკვიანები იგუებენ სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ. ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან მას და ქმნიან ისტორიას.
• სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის – ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან, როცა ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას, წარმოდგენა არ აქვთ.
• რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ნიჭი თუ შრომისმოყვარეობა? – მაშინ მიპასუხეთ და უფრო მნიშვნელოვანია ველოსიპედისთვის: წინა თუ უკანა ბორბალი?
• რომელ ნახატს გადავარჩენდი ნაციონალურ გალერეაში თუკი იქ ხანძარი გაჩნდებოდა? რაღა თქმა უნდა იმას, რომელიც კართან ყველაზე ახლოს ეკიდებოდა.
• ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია.
• სანამ სურვილი მაქვს, მაქვს მიზეზი სიცოცხლისთვის.
• პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ოპტიმისტი კი იცინის, რათა ზოგი რამ დაივიწყოს.
• ცეკვა ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალურად გამოხატვაა.
• თუკი ორივეს თითო ვაშლი გვაქვს და მათ გავცვლით, ორივეს კვლავ თითო ვაშლი გვექნება. მაგრამ თუკი მეც და თქვენც გვაქვს თითო იდეა, მათი გაცვლის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს ორი იდეა ექნება.
• გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.
• ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიება, ის საკუთარი თავის შექმნაა.
• გეშინოდეს ადამიანის, რომლის ღმერთი ცაში ცხოვრობს.
• ნუ გაუკეთებთ სხვას იმას, რაც თქვენ გსურთ გაგიკეთონ – იქნებ თქვენი გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს.
• სიგარეტი არის ძაფი, რომლის ერთ ბოლოში ცეცხლია, მეორეში – სულელი.
• მან საერთოდ არაფერი იცის, მაგრამ თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია – იდეალური მონაცემები წარმატებუი პოლიტიკური კარიერისთვის.
• რატომ უნდა გავითვალისწინოთ რომის პაპის რჩევები სექსის შესახებ?! – ის ხომ წესით ამაში საერთოდ ვერ უნდა ერკვეოდეს?
• ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ერთმანეთს შეყვარებულმა ადამიანებმა გაუკეთონ, ქორწინებაა.
• ცხოველები ჩემი მეგობრები არიან! მე არ ვჭამ ჩემ მეგობრებს!
• ბოლოს და ბოლოს ჩვენი ურთიერთობა იმდენად გაფუჭდა, რომ დაგვრჩა მხოლოდ ერთი: მოგველაპარაკებინა, რომ დიდი პატივს ვცემთ ერთმანეთს.

… ერთხელ გზად მიმავალ ბერნანდ შოუს ველოსიპედი დაეჯახა. ორივე უვნებლად გადარჩა. ველოსიპედისტი ბოდიშს უხდიდა, თუმცა შოუმ შეაჩერა და უთხრა:
თქვენ ბედმა არ გაგიღიმათ სერ, ცოტა უფრო მეტი ენერგია და თქვენ უკვდავებას დაიმსახურებდით, როგორც ჩემი მკვლელი.

… ერთ-ერთი პიესის პრემიერაზე, ბერნანდ შოუს რეჟისორმა ჰკითხა:
– რა განსხვავებაა კომედიას, დრამასა და ტრაგედიას შორის?
– ყმაწვილო, ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ ხედავთ განსხვავებას ამათ შორის, პირადად ჩემთვის კომედიაა, მაყურებლისთვის დრამა, თქვენთვის კი ტრაგედია.

… ერთმა ინგლისელმა ქალმა შოუს უთხრა:
– თქვენ რომ ჩემი მეუღლე იყოთ, ყავაში საწამლავს ჩაგიყრიდით.
– მე კი თქვენი ქმარი რომ ვიყო, სიამოვნებით დავლევდი მას – უპასუხა შოუმ.