არ ვიცი რატომ, მაგრამ ისტორიული ფაქტებით არასოდეს დავინტერესებულვარ, ყოველთვის მისი შემქმნელებით ვინტერესდებოდი. მაინტერესებდა ,,დიდი ბელადების პატარა გულები”, მათი ფსიქოლოგიური პორტრეტი და შინაგანი, სუბიექტური ფაქტორები. სწორედ ამ მიზნით წავიკითხე ადოლფ ჰიტლერის ,,ჩემი ბრძლოლაც”. თავდაპირველად მისმა ბუნებამ მაშინ დამაინტერესა, როცა მისი ნახატები ვნახე. ვაღიარებ, ჩემი ,,შეუიარაღებეი” თვალით, არ მომეწონა ისინი. ყველა მათგანი მეტისმეტად ,,მშრალი” და ერთფეროვანი მომეჩვენა.
ადოლფ ჰიტლერის ,,ჩემი ბრძოლა” იმ მხრივ არის საინტერესო, რომ მასში ნათლად ჩანს ყველა ის მიზეზი, რამაც მის შემდგომ განვითარებაზე მოახდინა გავლენა. სწორედ ეს ფაქტორები იყო ჩემი მთავარი ინტერესი, თუმცა მათი გაცნობის შემდეგ იმასაც მივხვდი, რომ მისი მონათხრობი ზედმეტად ზედაპირუი იყო. შესაძლოა თვითონაც ვერ აცნობიერებდა რეალურ მიზეზს იმისა, თუ რამ აქცია ის ნამდვილ მონსტრად. მთელი წიგნის კითხვისას არ გამნელებია პროტესტის გრძნობა იმაზე, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი დაუნდობელი იყოს და ამასთან ასეთი შორსმჭვრეტელი. ბოლოსკენ ისიც გავაცნობიერე, რომ ჰიტლერი პატირიოტი კი არა, ავადმყოფი ეთნოცენტრისტი იყო. ამას გარდა, მას თავისი თანამემამულენი საზოგადოებად არასოდეს მიუჩნევია. ის მათ მასას უწოდებდა და ამბობდა, რომ ,,მასა ყოველთვის სიბრიყვისა და სილაჩრისკენაა მიდრეკილი.” ჰიტლერი ერთი ბელადის ბატონობის მომხრე იყო, ,, არცერთი დიდი მიღწევა კოალიციის მიღწევა არ ყოფილა, ის ყოველთვის ერთი კაცის ტრიუმფი იყო.” მიიჩნევდა, რომ შეუძლებელია სულელი მასისგან ერთი გონიერი გადაწყვეტილება მაინც იყოს მიღებული. ჰიტლერის თქმით, ,,მასებს ქალის ხასიათი აქვს. მათ საქციელს უმეტეს შემთხვევაში გრძნობები განსაზღვრავს და არა გონება.”
წიგნში ყველაზე მეტად რამაც გამაღიზიანა, ჰიტლერის მჯელობა იყო რასისა და ერის შესახებ. ყოველივე ეს იმდენად აღმაშფოთებელი იყო ჩემთვის, რომ არ შემიძლია მისი სიტყვებით გადმოცემა. ჰიტლერი დარწმუნებული იყო, რომ ,,დამღუპველი შედეგი მოსდევს არიული სისხლის შერევას დაბალ რასებთან.” ის ადამიანთა მოდგმას სამ კატეგორიად ყოფდა, დამფუძნებლებად, შემნახველებლად და დამანგრევლებლად. ხოლო ამათგან პირველ კატეგორიას არიულ რასას მიაკუთვნებდა. მისი აზრით ,,უმაღლესი კულტურის განვითარებისათვის საჭიროა დაბალი ღირსების მქონე ხალხთა არსებობაც. ასე მაგალითად, ადამიანთა შრომის შედეგი და წარმატება ხშირად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი შინაური პირუტყვი ჰყავთ.” ალბათ ხვდებით, რამდენად ავადმყოფური მიდგომა ჰქონდა ჰიტლერს ადამიანების შესახებ. ის ყველა არიელის ვალად სისხლის სიწმინდის დაცვას მიიჩნევდა. ხოლო არიელის სრულიად საპირისპირო მოვლენად ებრაელებს თვლიდა. ჰიტლერი ამტკიცებდა, რომ ცბიერება ებრაელების შინაგანი თვისება იყო და რომ მათ არასოდეს ჰქონიათ საკუთარი კულტურა. ჰიტლერი აღიარებდა სახელმწიფოს ჩარევას ოჯახურ ინსტიტუტებში. ყველა სახელმწიფოს უპირველეს ვალდებულებად ის ისეთი პირებობეს შექმნას მიიჩნევდა, რომ მოქალაქეები არ ყოფილიყვნენ ,,შემარცხვენელ ქორწინებაში. სახელმწიფომ, რომელიც თავისი ხალხის სიწმინდეზე ზრუნავს, ქორწინების ნება არ უნდა დართოს ჭკუასუსტებს, ტუბერკულოზიანებს და სიფილიტიკებს.”
ჰიტლერი ბოლოს ბავშვთა აღზრდის საკითხებზეც საუბრობდა. ერთი სიტყვით, მას სურდა აბსოლუტურად ყველა სფერო და ინსტიტუტი, საჯარო თუ სამოქალაქო საზოგადოება მის მიერ ნაკარნახევი რეფორმებით განვითარებულიყო. ,,გერმანიის ტრაგედია ის იყო, რომ მას ჰყავდა უამრავი ჩინოვნიკი, ინჟინერი, იურისტი, ლიტერატორი, პროფესორი და ძალზე ცოტა ნამდვილი მამაკაცი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.” ჰიტლერი თვლიდა, რომ მამაკაცებს სამხედრო მომზადების ვადის დამთავრების შემდეგ უნდა მისცემოდათ 2 დოკუმენტი: პასპორტი და ჯანმრთელობის მოწმობა, რომელიც ქორწინების ნებას დართავდა მათ. რაც შეეხება გოგონების აღზრდის საკითხს, აქ უმთავრესი ყურადღება უნდა მიექცეს ფიზიკურ და ხასიათის განვითარებას. ხოლო ინტელექტუალურ განვითარებას ქალისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან უმთავრესია, მათგან მომავალი დედა შევქმნათ.

    მგონი, ყოველივე ამის შემდეგ თქვენთვისაც ყველაფერი ნათელია. ნათელია ის, თუ რატომ გახდა ფაშიზმი უდიდესი ბოროტება. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ცდილობდა ჰიტლერი საკუთარი ერის ,,ხსნას”, მთავარი ისაა, რომ ის სრულ უსამართლობას ემსახურებოდა. ქვემოთ მოგიყვანთ კიდევ რამდენიმე ფრაზას, ,,ჩემი ბრძოლიდან”, რომლებიც შასაძლოა თქვენთვისაც საინტერესო იყოს.

    • ბრძოლა მხოლოდ იმისთვის შეგიძლია, რაც გიყვარს, ხოლო გიყვარს ის, რაც იცი.
    • პოლიტიკური ლიდერი არასოდეს უნდა ჩაერიოს თავისი ხალხის რელიგიურ ცხოვრებაში, რადგან ამ შემთხვევაში ის ლიდერი კი აღარ იქნება, არამედ რეფორმატორი.
    • მსოფლიო ომი მაინც გარდაუვალი იყო, რადგან ის სარაევოს მკვლელობას რომც არ მოჰყოლოდა, რაიმე სხვა მიზეზის გამო მაინც გაჩაღდებოდა.
    • ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სხვათა სისხლი ზიანს აყენებს ჩვენს რასას.
    • სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის კი არ უნდა ვიღვაწოთ, არამედ რასის ხარისხისთვის.
    • ყველას, ვინც კი გერმანიის მოქალაქეობას მიიღებს, უნდა ახსოვდეს, რომ ეს უდიდესი პატივია და უმჯობესია გერმანიაში მეეზოვე იყო, ვიდრე მეფე, რომელიმე სხვა ქვეყანაში.

    Advertisements