დაბრუნებისას (როგორ არ გშვენის!)

ცივად მაკოცე, თავაზიანად.

როგორც საცოლე – საქმროს დარცხვენით,

ასე თავის ძმას კოცნის დიანა.

ბებიას კოცნის ბალღი ნაწყენი,

თუ საჩუქარი დაუგვიანა.

ხომ არ გამწარდნენ შენი ბაგენი,

რად აღარ მკოცნი კვლავ მადიანად?

შეხედე, კოცნა უნდა იმგვარი,

თითქოს ნისკარტში ნისკარტს ასობდე,

თუ არ მაკოცებ ვნებით, ჯიგარით,

აღარ მაკოცო აღარასოდეს.

 

პიერ რონსარი