ჟან დე ლა ბრუიერის ,,ხასიათები ანუ ჩვენი ქვეყნის ზნე-ჩვეულებანი” ნამდვილად არაა პოპულარული წიგნი, რომლის შესახებაც რჩევას მოგცემენ, გეტყვიან წაიკითხე, ბევრ რამეზე ჩაგაფიქრებსო. ეს ის წიგნია, რომელსაც შემთხვევით უნდა გადააწყდეს ცნობისმოყვარე ბავშვი, რომელმაც გადაწყვიტა ბებია-ბაბუის წიგნების კარადა ფერების მიხედვით დაალაგოს. J მეც სწორედ ასე წავაწყდი ამ წიგნს და არ ვაპირებ, მის შესახებ ჩემი აზრები მოგახვიოთ თავს, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ესაა წიგნი, რომელიც თუ შეიყვარე, შეგიძლია ცხოვრების ყველა ასაკში მაგიდაზე გედოს და თვალი გადაავლო იმ მცირე წვრილმანებს, რომლებიც წინა წელს გამოგრჩა.

ჟან დე ლა ბრუიერი მე-17 საუკუნის მორალისტური ლიტერატურის წარმომადგენელია. ,,ხასიათები ანუ ჩვენი ქვეყნის ზნე ჩვეულებანი” მისი ერთადერთი ნაწარმოებია, სადაც აფორიზმებისა და მინიატურების ფორმით მხილებულია ლუი XIV-ს სამეფო კარისა და იმდროინდელი საზოგადოების ყველა ფენის მანკიერება.

მე რამდენიმე ნაწილად გადმოგცემთ ამ აფორიზმებსა და ეპიზოდებს, რათა თავად უკეთ განსაჯოთ, რამდენად ღირებუილია ის. წიგნი ქართულ ენაზე ფრანგულიდან თარგმნა რუსუდან დოდაშვილმა. გამოცემულია 1978 წელს, გამომცემლობა                                                                             ,,ნაკადულის” მიერ.

 

ადამიანის გონების ნამოქმედარი.

·         ესწრაფე გონივრულად იფიქრო და ილაპარაკო. ნუ შეეცდები შენს გემოვნებასა და გრძნობებს სხვა დაუმორჩილო: ეს მეტად თავსამტვრევი საქმეა.

·         მწერლობაში მარტო გონებით ფონს ვერ გახვალ. ყოველგვარი ღირსებით შემკუი ერთი მოსამართლე თავის საქმეში საკმაოდ ჩახედული და გამჭრიახი კაცი ჩანდა. ზნეობის საკითხზე კი ისეთი შრომა გამოაქვეყნა, სისულელეში ბადალს ვერ მოუძებნიდით.

·         ზნეობაზე დაწერილი ზოგიერთი ნაწარმოებიდან მკითხველისადმი მიმართვა, წინასიტყვაობა, სარჩევი და საქებ-სადიდებელი წერილები რომ ამოვიღოთ, იმდენი ფურცეიც კი აღარ დარჩება, წიგნად რომ ჩათვალო.

·         ზოგი პოეტი პიესას რომ წერს, ისეთი მაღალფარდოვანი და დახვლანჯული ლექსებით აკოწიწებს, გეგონება, ამაღლებული და კეთილშობიი გრძნობაბით აღსავსე პოეზიააო. ხალხი მას ხარბად, პირდაფჩენილი უსმენს და თავის თავს არწმუნებს, გადასარევიაო. თან, რაც უფრო ნაკლებად გასაგებია, მით უფრო გადასარევია. ოდესღაც, როცა ჭაბუკი ვიყავი, მეგონა ეს ლექსები გასაგები იყო მსახიობებისთვის, პარტერისთვის, ავტორებისთვის. ვერაფერს რომ ვერ ვიგებდი, ჩემს თავს ვდებდი ბრალს. მერე აზრი შემეცვალა.

·         არსებობს კარგი და ცუდი გემოვნება და ადამიანები არ ცდებიან, როცა ამაზე დაობენ.

·         კარგი და დაკვირვებული მწერისთვის ცხადია, რომ გამოთქმა, რასაც დიდხანს და თავგამოდებით ეძებდა და რაიც ძლივს იპოვა, ყველაზე უბრალო სიტყვაა, ყველაზე ბუნებრივი და თავიდანვე ძალდაუტანებლად უნდა გახსენებოდა.

·         გაკრიტიკება ისეთ სიამოვნებას გვანიჭებს, რომ ჭეშმარიტად მშვენიერი ნაწარმოები ვეღარ გვხიბლავს.

·         სულელები კითხულობენ წიგნს და ვერაფერს იგებენ. არცთუ დიდად ჭკვიანს ჰგონია, რომ ყველაფერი შესანიშნავად ესმის. მაღალი გონების კაცისთვის კი ყველაფერი როდია გასაგები. ბუნდოვან აზრებს, ბუნდოვნად მიიჩნევს, ნათელს კი ნათლად. ჭკუისმჭყლეტელნი ისწრაფვიან ბუნდოვნად ჩათვალონ ის, რაც ნათელია და გაუგებრად ის, რაც გასაგებია.

·         მწერალი იმიტომ წერს, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, მაგრამუნდა წეროს ისეთი რამ, რაც გაგების ღირსია.

·         სრულქმნილი ნაწარმოებით უფრო ძნელია სახელის მოხვეჭა, ვიდრე სახელმოხვეჭილი კაცისთვის განდიდება ისეთი ნაწარმოებისა, რაც არც ფლავია და არც ჩლავი.

·         ეპითეტების გროვა არ არის ხოტბა, ხოტბა ფაქტებია, ისიც რიგიანად შერჩეული.

·         მწერალი თუ დიდად გონიერი არ არის, ფიქრობს ღვთაებრივად ვწერო: საღად მოაზროვნე და ჭკვიანი მწერალი ფიქრობს, გონივრულად ვწერო.

·         ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც წაუკითხავენ თუ არა ხელნაწერს, უმალ გრძნობს მის ღირსებას, მაგრამ საქებურს ვერაფერს ამბობს, გაიტრუნება, რადგან არ იცის, როგორ მიიღებს საზოგადოება დასტამბვის შემდეგ. საუკეთესო აზრის გამოთქმა ვერ გაუბედავს, ელოდება, რას იტყვის ხალხი, რომ თვითონაც ბრბოს შეუერთდეს. შემდეგ კი განაცხადებს, ნაწარმოები პირველად მე მოვიწონა და ხალხიც ჩემს აზრს იზიარებსო.

·         როცა წიგნის კითხვა აამაღლებს თქვენს სულს და შთაგაგონებთ კეთილშობილებას, ნუღარ მოჰყვებით ჭკუის ჭყლეტას და რაღაც-რაღაც კანონებს ნუ დაუწყებთ ძებნას მის შესაფასებლად: წიგნი მშვენიერია და ოსტატის ხელითაა შექმნილი.

·         კაცი ყოველთვის გამდიდრდება სულელური წიგნის გამოცემით, სანამ არ გამოლეულა მისი სულელი მკითხველი. ხალხის გემოვნება თუ იცი, რა დიდი ცოდვაა, ზოგჯერ ჩმახი რამ მიაჩეჩო ხელში.

·         მაყურებელი თეატრში თავისუფლად რად იცინის, როცა ტირილის რცხვენია? განა ადამიანს არ შესწევს უნარი საცოდაობაზე გული აუჩუყდეს და მარტო ის ძალუძს სასაციოზე სიცილით გაიჭაჭოს? იქნებ თავს იმიტომ ვიკავებთ, ვაითუ სახე დაგვემანჭოსო? მაგრამ უსაშველო ხარხარი უფრო ამახინჯებს სახეს, ვიდრე მწუხარება.