ერთი თუ ცოტა მეტი წლის წინ, დაახლოებთ ერთი თვე, დრო კოელიოს კითხვას დავუთმე. მაშინ წავიკითხე ,,ალქიმიკოსი”, ,,11 წუთი”, ,,ზაჰირი”, ,,რიო-პიედრას სანაპიროზე ჩამოვჯექი და ავტირდი”, ,,ვერონიკამ სივდილი გადაწყვიტა”. ყველა წიგნი თხელტანიანია, მარტივად იკითხება და სრულებით არ მოითხოვს ზედმეტ გარჯას.

რამდენიმე ხნის წინ, ბლოგზე ,,ალქიმიკოსის” შესახებ გამოვაქვეყნე და არც ვაპირებდი, დანარჩენ წიგნებზე დამეწერა. თუმცა პირადად ჩემი ბლოგიდან მალევე მივხვდი, რომ საზოგადოებაში პაულო კოელიო დიდი ინტერესითა და პოპულარობით სარგებლობს.

წაიკითხოთ თუ არა კოელიო? – თუ გართობა მოგინდათ, რატომაც არა. განვმეორდები და იდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კოელიოს ბევრი რამ კარგი აქვს. მაგრამ თუ თქვენს ,,საცავში” მხოლოდ მის წიგნებს ჩაყრით, ბევრს ვერაფერს მიიღებთ. ამიტომ მე პირდაპირ და უხეშად დავიწყებ ჩემი ხშირადგადასაკითხავი ფრაზების მოწოდებას თქვენთვის, ჯერ ,,ზაჰირიდან” და შემდეგ ,,რიო-პიედრას სანაპიროზე ჩამოვჯექი და ავტირდი”-დან. რადგან სხვა დანარჩენში საინტერესო ვერაფერი ვნახე.

ზაჰირი

ზაჰირი არაბულად ხილულს, ნამდვილს ნიშნავს. იმას, რაც არასოდეს ჩნდება შეუმჩნეველი. თუკი ეს ვინმე ან რამე ერთხელ მაინც შემოვა ჩვენში, ნელ-ნელა დაიკავებს ცნობირებას, მოირთხამს ფეხს, საბოლოოდ დაგვიპყრობს და დაგვიმორჩილებს. სხვა ფიქრისთვის ადგილსაც არ დაგვიტოვებს. შეიძლება ის სიწმინდეა, ან უბრალოდ დიდი სიგიჟე.

                                                                                               < ფობურ სენ-პერი; ფანტასტიკის ენციკლოპედია> 

ნამდვიი მეგობრები ლხინის დროს გიდგანან გვერდით, გამარჯვებები უხარიათ, სიხარულში არ გტოვებენ. ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან, საოცრად მოწყენილ, სოლიდარობის გამომხატველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები, რომ შენი ტკივილი მათთვის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა და მეტი არაფერი.

სროლას ვერ ისწავლი, თუ მხოლოდ სამიზნეზე ფიქრობ.

არაფერია იმაზე უარესი, როცა გრძნობ, რომ არავის აღელვებს შენი არსებობა. არავის აინტერესებს შენი შეხედულება ცხოვრებაზე, რომ სამყარო უშენოდ მშვენივრად გააგრძელებს სიარულს და შენი არსებობა ოდნავადაც არ შეაკრთობს.

სიყვარული ავადმყოფობაა რომლისგანაც განთავისუფლება არავის სურს. ვინც იტანჯება, განკურნება აზრადაც არ მოდის.

როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს, ომში ადამიანები ბედნიერები არიან. მათ უსაზღვრო სიყვარული შეუძლიათ, რადგან დასაკარგი არაფერი აქვთ. არც ერთი სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი არასოდეს სთხოვს ექიმს, გემუდარები გადამარჩინეო. უკანასკნელი სიტყვები ყოველთვის მარტივია და ნამდვილი: ,,უთხარით ჩემს ცოლ-შვილს, რომ ძალიან, ძალიან მიყვარს.” წარმოგიდგენია? – უიმედობის ბოლო წამს სიყვარულზე ფიქრობენ.

რიო-პიედრას სანაპიროზე ჩამოვჯექი და ავტირდი

ჩვენ იშვიათად ვაცნობიერებთ, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივი აქვეა, ჩვენს გარშემო, რომ სასწაული ჩვენს გარშემო ხდება. ჩვენ არ გვესმის უმთავრესი, რომელ კარსაც გავუღებთ უფალს, ის იმ კარით შემოვა ჩვენთან.

ჭეშმარიტი სიყვარული არის ის, რომ შენ უშურველად, დაუნანებლად, მთლიანად გაიღებ საკუთარ თავს.

არის წუთები, როცა უაცილებელია გაბედო, და უაზრო საქციელები ჩაიდინო.

ყოველ დილით, მზესთან ერთად, ღმერთი იმ შესაძლებლობებსაც გვაძლევს, რომ შევცვალოთ ყველაფერი, რაც უბედურებას გვანიჭებს.

ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს წამი, როდესაც ვარსკვლავთა ძალა შემოდის ჩვენში და სასწაულების მოხდენის ნებას გვაძლევს.

Advertisements