ბედნიერება აღარსად არი,

უბედურება ადრე მოვიდა,

უსასტიკესი დადგა ზამთარი

და ყვავილები გაქრნენ მოლიდან.

დაბნელებულა ჩემთვის სამყარო,

დარდით გავყურებ მინდვრებს თოვლიანს,

რომ მოგიტანო, რომ გაგახარო,

ერთი ყვავილიც ვერ მიპოვნია.

არ გაგიმხილო, არ მყოფნის ძალა,

აღარსად არის მწვანე ფურცელი,

ქვეყანა სრულად გამოიცვალა,

გული კი, გული დარჩა უცვლელი.

 

ადამ მიცკევიჩი