როცა მოწყენით კაცს ქმნიდა ღმერთი,

მრისხანე იყო, შუბლშეჭმუხვნილი,

ღვთის მოწყენისგან ღრუბელი გაჩნდა,

ღვთის რისხვისაგან – ჭექა-ქუხილი.

ქალს სიხარულის ცრემლებით ქმნიდა,

ღმერთი არ გრძნობდა ქვეყნის სიმძიმეს,

იმ ცრემლებისგან ვარსკვლავი გაჩნდა

და ყოველ ღამე ცაზე ციმციმებს.

შანდორ პეტეფი

Advertisements