კვლავ შენი ქუჩის ნაცნობი მხარე,

კვლავ შენი სახლი იმ ქუჩის ბოლოს,

შენს სარკმელს ისევ ჩაჰყურებს მთვარე,

შენ აღარ ჩანხარ სარკმელთან მხოლოდ.

კვლავინდებურად ყვავის კიდევაც,

სახლთან ყვავილი წითელ-ყვითელი,

მაგრამ დღევანდელ დღედ არ იქცევა,

უკვე განვლილი დღე გუშინდელი.

შენ შიცვალე, ის არ ხარ ისევ,

გამქრალა შენი მზერა გულწრფელი,

მხოლოდ მე ახლაც იმ ძველ გზას მივსდევ,

მხოლოდ მე დავრჩი ისევ უცვლელი.

რა სიხარული მოგქონდა ოდეს,

მეგებებოდი ტყის პირას მდგარი,

ისე მსუბუქად, თითქოს ფრთა გსხმოდეს,

მოჰქროდი ჩემკენ ქარივით ჩქარი.

მკერდს მომეკროდი და თვალი წყვილი,

შემომცქეროდა თვალებში ლხენით,

და საუბრობდნენ საუბრით ტკბილით,

სიტყვის უთქმელად თვალები ჩვენი.

ასე ვუცქერდით ერთმანეთს დიდხანს.

ბედნიერებით განაყუჩები,

და თვალით ნათვამ ათასგვარ  კითხვას,

კოცნით აძლევდნენ პასუხს ტუჩები.

მჯეროდა, ჩვენთვის ერთი მზე ენთო,

მეგონა სუნთქვაც გვქონდა ერთობით,

თურმე ქალს ისე არ უნდა ენდო,

ვით საკუთარ ჩრდილს არ დაეყრდნობი.

მე კვლავ იმ სახლში დაგეძებ ფიქრით,

სარჯმელთან ფარდას კვლავ არხევს ქარი.

მაგრამ, ვაი, რომ იმ ფარდის იქით,

შენ აღარა ხარ სარკმელთან მდგარი.

მიხაი ემინესკუ

Advertisements