შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის,

ზამთრის სიცივე გეუცხოვება,

გაზაფხულის ცხოვრება ჩემი,

შემოდგომაა ჩემი ცხოვრება.

ჩემს სახეს ჩრდილი დაჰკრავს უხეში,

შენი ლოყები ვარდივით ღვივის,

ჩემი თვალების დაღლილი გუგებში,

კრთის შემოდგომის დაღლილი სხივი.

გულსაც ნაღველი შემოეპარა,

ჩემს გულს, ნაღელს რომ არ იკარებდა,

და უკვე ერთი ნაბიჯი კმარა,

რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან.

შენ რომ წინ წადგა ნაბიჯი სწრაფად,

მეც უკან წავდგა ნაბიჯი ერთი,

ერთი ხნისანი, ზაფხულში ალბათ,

აღმოვჩნდებოდით ერთურთის გვერდით.

შანდორ პეტეფი