გერმანელი მწერლის, ერიხ მარია რემარკის ,,ტრიუმფალური თაღი” ერთ-ერთი იმ წიგნთაგანაია, რომელიც კმაყოფილს დატოვებს ნებისმიერი სახის მკითხველს. ამ წიგნმა შესაძლოა არ აღაფრთოვანოს ყველაზე პრეტენზიული მკითხველი, თუმცა თუ რომელიმე მათგანი მასზე იტყვის, რომ ეს არაა მაღალი ხარისხის, კარგად დაწერილი მხატვრული ნაწარმოები, თქვენ მას არავით შემთხვევაში არ დაუჯეროთ, აიღეთ ეს წიგნი და წიკითხეთ! აუცილებლად წაიკითხეთ!

წიგნის მთავარი გმირი გერმანელი ექიმი, რავიკია. ის საფრანგეთში გაექცა იმდროინდელ ყოფას, რადგან არ იყო ნაცისტი და ვერ ეგუებოდა ამ ყოველივეს თავის სამშობლოში. რავიკი, რა თქმა უნდა, არალეგალია და მისი პროფესიული საქმიანობაც – გასაიდუმლებული. თქვენ აუცილებლად მოგეწონებათ რავიკისა და მისი მეგობრის, ბორის მოროზოვის საუბრები ჭადრაკის თამაშის დროს და გახდებით რავიკის გრძონობების გულშემატკივარი, რომელიც მას ჟოან მადუსთან აკავშირებდა. თვენ შესაძლოა მოგხიბლოთ ჟოან მადუს მოუსვენარმა ბუნებამაც და მთელი ძალით შეიგრძნოთ, როგორია სიყვარულით თრობისას დაცლილი კალვადოსი.

გისურვებთ სასიამოვნო კითხვის საათებს, მანამდე კი, ხშირადგადასაკითხავი ფრაზების მთელ სერიას შემოგთავაზებთ.

  • მარადიული იაფფასსიანი სასოწარკვეთილება ღამის წყვდიადის სასოწარკვეთილებაა. რომელიც სიბნელეს მოჰყვება და მასვე მიჰყვება.
  • ადამიანი არასოდეს გამოიწრთობა. შეუძლია მხოლოდ ბევრ რამეს შეეჩვიოს.
  • შროშანები და ნარგიზები გაზაფხულის ნარინჯისფერ-ოქროსფერი ქარიშხალია.
  • ადამიანს მხოლოდ წვრილმანები ამშვიდებს – წყალი, სუნთქვა, საღამოს წვიმა… ვინც მარტოა, მხოლოდ ის გაიგებს ამას.
  • სიცოცხლე იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ცნებათა კრებული.ლავინმა რომ ცოლის სიკვდილის ამბავი შეიტყო, ის ღამე საროსკიპოში გაატარა. მეძავებმა გადაარჩინეს, თორემ მღვდელებთან დაიღუპებოდა.ამას გაგება უნდა, ახსნით ვერ ახსნი. მეტადრე იმიტომ, რომ ადამიანებს საგნებზე არსებული შეხედულებებისათვის ანგარიშის გაწევა უხდებათ.
  • ვიდრე ცოცხალი ხარ, არავის ენაღვლები, მოკვდები თუ არა, არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები.
  • როცა ადამიანისთვის უკვე აღარაფერია წმინდა, მისთვის ყოველივე ხელახლა და კიდევ უფრო ადამიანურად ხდება წმინდა, იგი იწყებს სიცოცხლის იმ პატარა ნაპერწკლის პატივისცემასაც კი, ჭიას რომ აიძულებს დროგამოშვებით დღის სინათლეზე გამოძვრეს.
  • რწმენას ადვილად მიჰყავს ადამაინი ფანატიზმამდე, აი, რატომ დაიღვარა ამდენი სისხლი რელიგიისთვის. შემწყნარებლობა – ეჭვის ქალიშვილია, აკი, თქვენი რელიგიური მრწამსის მიუხედავად, უფრო აგრესიული და მტრულად განწყობილი არ ხართ ჩემდამი, ვიდრე მე, ხელიდან წასული უღმერთო თქვენ მიმართ?
  • პარიზი ერთადერთი ქალაქია, სადაც შეიძლება ბრწყინვალედ გაატარო დრო ისე, რომ არაფერი აკეთო.
  • შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისგან კი – არა.
  • დედამიწაზე ადამიანის გარდა, ყველაფრისთვის საკმარისი ადგილია.
  • სექსი უსიყვარულოდ, ყველაზე უფრო უბრალო რამაა ამქვეყნად. უფრო იოლია მამაკაცთან ღამე გაათიო, ვიდრე სახელი დაუძახო.
  • იცხოვრო – ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის.
  • რთულ სიტუაციაში პრიმიტივი ყველაზე უკეთესია. დახვეწილობა კარგია მხოლოდ მშვიდობიან დროს.
  • მარტოობა – ცხოვრების მარადიული რეფრენია დასაბამიდან. არც უკეთესია და არც უარესი მთელ დანარჩენზე. მხოლოდ ესაა, ამაზე ბევრს ლაპარაკობენ. ადამიანი მუდამ მარტოა და ამასთან არასოდესაა მარტო.
  • არ უნდა შეგვეშიდეს, რომ შეიძლება სასაცილოდ გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ამისათვის მარტო სიმამაცე არ კმარა, უშუალობაც საჭიროა.
  • ერთხელ, სიყმაწვილეში, სათიბში ვიწექი. ზაფხული იყო, ცაზე ღრუბლის ნასახი არ ჩანდა. ვიდრე დავიძინებდი, ირიონს გავცქეროდი. შორზე ეკიდა, ჰორიზონტზე, ტყის თავზე. შუაღამისას რომ გამომეღვიძა, ვხედავ – ირიონი პირდაპირ ჩემ თავზეა. ეს ამბავი მთელი ცხოვრების განმავლობაში დამამახსოვრდა. სკოლაში ვისწავლე, რომ დედამიწა პლანეტაა და თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, მაგრამ ეს განყენებულად მესმოდა. არასოდეს დავფიქრებულვარ ამაზე. მაშინ კი პირველად ვიგრენი, რომ ეს მართლაც ასეა. ვიგრძენი, როგორ უხმაუროდ ტრიალებს დედამიწა განუზომელ, აზარმაზარ სივრცეში. ისეთი ძალით ვიგრძენი ეს, რომ ბალახს ჩავეჭიდე – არ წამიღოს-მეთქი. ჩანს, ეს მოხდა იმიტომ, რომ ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულმა, წამით მეხსიერებისა და ჩვეულების მიერ მიტოვებულმა, ჩემ თვალწინ დავინახე უზარმაზარი, ადგილიდან გადანაცვლებუი ცა. უეცრად ჩემთვის დედამიწა საკმაოდ საიმედო არ აღმოჩნდა… და იმ დღიდან ასეთივე დარჩა.
  • სინანული ყველაზე უფრო უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საეთოდ არაფრის არ შეიძლება. თორემ ეს რომ შეიძლებოდეს, ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია.
  • იმ ქალთა შორის, რომლებიც მამაკაცის გვერდით არასოდეს დაწოლილან, მეტი მეძავია, ვიდრე მათ შორის,ვისთვისაც ეს ამბავი მწარე ლუკმა-პურად ქცეულა.
  • ყველაზე მსუბუქი ხასიათი ცინიკოსებს აქვთ, ყველაზე აუტანელი – იდეალისტებს.
  • ჭადრაკი ბანქოზე ბევრად სრულყოფილია, ბანქოში ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებული. ჭადრაკი – ეს ცალკე სამყაროა. ვიდრე თამაშობ, იგი დევნის მეორე, გარე სამყაროს.
  • ძალაუფლება – ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე.
  • ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება, იაფია.
  • ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც.
  • მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს.
  • შებრალება საპატიებელია მხოლოდ მშვიდობიან დროს, მაშინ კი არა, როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება.
  • იაფფასიანია მხოლოდ ის სამოსი, რასაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ.
  • შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მასხარა, დამნაშავე – და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ, აი, ვთქვათ, ღილი მოგწყდა სადმე – ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სუელურად არის მოწყობილი ქვეყნად ყველაფერი.
  • არაფერს არ უნდა მიეჩვიო. ქალის სხეულსაც კი.
  • თუ რამის გაკეთება გინდა, არასოდეს იკითხო, ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ.
  • რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ ძველ ბერძნებს ჰყავდათ ღვინისა და მხიარულების ღმერთები – ბახუსი და დიონისე. ჩვენში კი მათ ნაცვლად ფროიდია, არასრულფასოვნების კომპლექსი და ფსიქოანალიზი. მაღალფორდოვანი სიტყვებისგან გაქცევა სიყვარულში და მაღალფარდოვანი სიტყვებისკენ მიდრეკილება პოლიტიკაში.
  • შენს თმაში მეტი საიდუმლოებაა, ვიდრე ათასობით თავსატეხ კითხვაში. წინ არის ღამე, რამდენიმე საათი, მთელი მარადისობა… ვიდრე ფანჯრებს იქით დილა არ იფეთქებს.ადამიანებს უყვართ ერთმანეთი და ამაში ყველაფერია. ეს ყველაზე უფრო დაუჯერებელიცაა და ყველაზე უბრალო რამეც ამ ქვეყანაზე.
  • წამის სიხარული – აი ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს.
  • საერთოდ, სისულელა, სად იცხოვრებს ადამიანი, მთავარი ის კი არ არის, უფრო მდიდრულად იქნები მოწყობილი თუ ნაკლებად, მთავარია ის, რაზე ვფანტავთ ჩვენ ცხოვრებას.
  • ბედნიერება ჩვენ გარშემო იმდენია, რამდენიც გნებავს, მხოლოდ დაიხარე და აიღე.
  • მხოლოდ ყველაზე უბრალო ნივთები არასოდეს გვიცრუებენ იმედს, ბედნიერება, როგორღაც, ძალიან უბრალოდ მოდის ხოლმე და ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე კაცი ფიქრობს.
  • ან განა შეიძლება დაინტერესდე ადამიანით, რომელიც ყველაფერში შენი მსგავსია? ვის ესაჭიროება მორალი სიყვარულში? მორალი სუსტების მოგონილია. მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა.
  • ზოგჯერ იაფფასიანი მუსიკა უფრო ძლიერ შეგირყევსს სულს, ვიდრე შოპენის ყველა ნოქტიურნი.
  • ცხოვრება, არის ცხოვრება. არაფერი ღირს და უსასრულოდ ბევრიც ღირს. შეიძლება უარი თქვა სიცოცხლეზე – ეს ძნელი არაა, მაგრამ განა მავე დროს უარს არ ამბობ შურისგებაზეც, ყველაფერზე, რასაც ყოველ დღე, ყოველ საათს დასცინიან, რაზეც მასხრობენ, რასაც ეწოდება კაცობრიობის რწმენა და კაცობის რწმენა. ეს რწმენა ცოცხლობს ყველაფრის მიუხედავად, თუმცა ცარიელია ეს შენი ცხოვრება, ცარიელი ფისტონივით ვერ გადაისვრი.
  • -რამდენიმე კვირი შემდეგ უკეთესად გამიცნობ და შენთვის კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოვჩნდები.   

-ისევე, როგორც მე შენთვის.

-შენი საქმე სულ სხვაა.

-რატომ?

-შენ მხარეზეა ადამიანის განვითარების 50 000 წეი. ქალი სიყვარულისგან ფხიზლდება, კაცი კი ჭკუას კარგავს.

  • ვისაც ხშირად მოუკლავს კაცი, სიყვარულისთვის ადამიანის ხოცვას აღარ შეუდგება, რადგან სიკვდილი სასაცილო და უმნიშვნელო რამ გახდებოდა. მაგრამ სიკვდილი სასაცილო არასოდეს იქნება. ის ყოველთვის მნიშვნელოვანია.
  • განა შეიძლება სილამაზე მართალი არ იყოს? განა მთელი წუთისოფლის სიმართლე მის მხარეზე არ არის?
  • აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღე იმ ცხოვრებით, რომლის უზრუნველყოფაც მისთვის მუდმივად არ შეგიძია, და აუცილებლად დაკარგავ.
  • ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება, როცა ვეღარაფერს გრძნობს.
  • სიყვარული ახსნა-განმარტებებს ვერ ეგუება.
  • პირდაპირ გასაკვირია, რამდენად სულელურია ეს დარდის ეტიკეტი. მკვდარივით გალეშილი რომ გენახე – წესიერება დაცული იქნებოდა. მე კი ჭადრაკს ვთამაშობდი და მერე დასაძინებლად დავწექი.
  • რავიკმა თავის ზემოთ ჟოანის სახე დაინახა, თმა მხრებზე ეცემოდა. ნაცნობი სურათიაო, გაიფიქრა. ყოველთვის უსასრულოდ უცხო და ახლობელია, ყოვეთვის იგივე და მარად ახალი. აკვირდებოდა და იცოდა, რომ მხოლოდ შეყვერებულის ფანტაზიას შეეძლო ამ სახეზე ამდები იდუმალება შეენიშნა. იცოდა – არსებობს უფრო მშვენიერი, უფრო ჭკვიანური და სუფთა სახეებიც, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ქვეყნად არ იყო მეორე სახე, რომელსაც უფრო დიდი ძალაუფლება ექნებოდა მასზე. და განა თვითონვე არ მიანიჭა მას ამდენი ძალაუფლება?
  • ქალი ან უნდა გააღმერთო, ან მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.
  • თუ სწრაფად გამოღვიძება შეგიძლია, გადარჩენის მეტი შანსი გრჩება.
  • მძაგს სრულყფილება!ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება.
  • -ლომები ანტილოპებს ხოცავენ, ობობები – ბუზებს, მელიები – ქათმებს. მაგრამ რომელი მიწიერი ომობს განუწყვეტლივ და კლავს თავის მსგავსსა და ნათესავს?

– ბავშვური კითხვაა. რა თქმა უნდა ადამიანი.

 

  • ყველა უბედურებას დასაბამი მაშინ მიეცა, როცა აზროვნების უნარი შევიძინეთ. ავხორცობისა და ღორმუცელობის ნეტარება რომ გვეკმარა, არაფერიც არ მოხდებოდა.
  • იამაყე იმით, რომ რომანტიკოსი ხარ!
  • ვინც დევნილია, მხოლოდ ერთი სახლი აქვს, ერთი ჭერი და თავშესაფარი – სხვა ადამიანის მღელვარე გული.
  • სამშობლოს ღალატი პატრიოტიზმის თავისებური ნაირსახეობაა.
  • ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რაიმეს ფეხს და დაეცემა.

 

 

Advertisements