გი დე მოპასანი ფრანგი მწერალია. პარიზში ის მომავალ უფროს მეგობარსა და მრჩეველს, გუსტავ ფლობერს შეხვდა და შეიძლება ითქვას, რომ გუსტავ ფლობერის წახალისების შედეგად მიჰყო ხელი მწერლობას. გი დე მოპასანს რთული ცხოვრება ჰქონდა, 1892 წელს ყელში დანაც კი ჩაიცა და სიცოცხლის უკანასკნელი წელი ფსიქიატრიულში გაატარა.
წიგნში, ,,ლამაზი მეგობარი” მოპასანმა იმდროინდელი საფრანგეთის ყველა მანკიერება ასახა. თქვენ აქ ვერ ნახავთ თუნდაც ერთ პერსონაჟს, რომელიც უანგარო, კეთილი ადამიანია. აქ ყველა კარგი მდგომარეობისა და დიდებისთვის იღვწის, აქ ერთმანეთს ღალატობენ, ჰყავთ საყვარლები, ატყუებენ ოჯახის წევრებს, ყალბია მათი მეგობრობა, მათი გრძნობები. წიგნის მთავარი პერსონაჟი ჟორჟ დიურუაა, რომელიც ნამდვილი ალფონსია და საყვარლების წყალობით მიიწევს წინ.
მთავარი მოქმედება გაზეთ ,,საფრანგეთის ცხოვრების” ირგვლივ ტრიალებს. დიურუა ჯერ ამ საზოგადოებაში ცნობილ კლოტილდას შეაყვარებს თავს, შემდეგ თავისი გარდაცვლილი მეგობრის, ფორესტიეს ქვრივს ირთავს ცოლად, ამასთან ხდება ,,საფრანგეთის ცხოვრების” რედაქტორის ცოლის საყვარელი და ბოლოს ამ ქალის შვილი მოჰყავს ცოლად.
,,ლამაზი მეგობარი” არის წიგნი, რომლის წაკითხვაც ჩემთვის განსაკუთრებით მოსაწყენი აღმოჩნდა. პირდაპირ ვიტყვი, მე ის არ მომეწონა. არ მომეწონა არც მწერლის სტილი, აქ ვერ ვიპოვე ვერავითარი მხატვრული ხერხი, ვერავითარი განსაკუთრებულობა. თითქოს მეთერთმეტე კლასელი უნიათოდ მიყვებოდა თავის საზაფხულო თავგადასავლებს. შესაძლოა ვაჭარბებდე კიდეც, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სამუდამოდ ამ აზრზე დავრჩები.
შესაძლოა ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება იმანაც გამოიწვია, რომ აქ ვერ ვიპოვე სიკეთე, ვერ ვიპოვე მისაბაძი ადამიანები, ხალხი, რომლებსაც სხვა დროს აღუფრთოვანებივარ. მე კი არ მხიბლავს თუნდაც ასე თქმული სიმართლე,რადგან ბოროტება არასოდესაა უკიდურესი. მე ვეძებდი თუნდაც ერთ ღირსეულ ადამიანს და რომ მეპოვა ის, აუცილებლად ჩავეჭიდებოდი, მომინდებოდა იმ გვერდების ჩაკითხვა სადაც მასზე არ წერდნენ. ამ წიგნმა ჩემი ზაფხულის 10 დღე მაინც დაიკავა, რაც ძალიან დიდი დროა. რომელ დროშიც შეგიძლია ძალიან ძლიერი კლასიკა წაიკითხო!
ხშირადგადასაკითხავი ფრაზებიც ძალიან ცოტა ,,შემრჩა”. მაგალითად ის, რომ ,,ჯობია პარიზში ლოგინი არ გქონდეს, ვიდრე ტანსაცმელი”. ანდა ,,ცხოვრება მთას გავს, სანამ აღმა მიდიხარ მწვერვალს შესცქერი და თავი ბედნიერი გეჩვენება. მაგრამ თხემზე რომ ახვალ, უცებ თვალწინ დაღმართი, დასასრული, სიკვდილი გადაგეშლება. მანამ წინ აღმართი გიდევს, ყვეაფერი ნელა მიდის, ხოლო დაღმა რომ დაეშვები, ყოველივე სწრაფად მირბის.”
პ.ს. ამ წიგნიდან გავიგე ის, რომ ლესბოსი, ეს იყო კუნძული, რომლის მკვიდრ ქალებს წარმოუდგენელი ლტოლვა გააჩნდათ ერთმანეთისადმი. ესეც ლესბოსელის ეტიმოლოგია!
სექ 07, 2012 @ 15:11:48
მეც ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა ამ წიგნზე. თითქოს არაფერი შემრჩა წაკითხვის შემდეგ 😐 კი, მართალია ცხოვრებაში ბევრი უსამართლობა ხდება, იმაზე უარესებიც რაც წიგნშია აღწერილი, მაგრამ რაღაც არამგონია ვინმეს ისე ხახვივით შერჩეს ყველაფერი როგორც ბატონ დიურუას !
სექ 07, 2012 @ 17:35:26
🙂 🙂 ეგეთებს უფრო უმართლებთ ისე, მაგრამ ეგ გამართლება პირადად ჩემთვის ნულის ტოლფასია.
სექ 29, 2012 @ 21:16:54
ქუთაისურ ლამაზ ტანსაცმელზე უნდა მეთქვა ცოტაოდენი, მაგარმ სხვანაირად გაიგებენ :დ
ჰოდა, მთავარი. ყველა წიგნს აღმაფრთოვანებელი გმირი არც სჭირდება. საფრანგეთის ფონზე კარგად ასახა მოპასანმა ის ადამიანური სისუსტეები, უღირსობები, მუხანათობები, ალფონსობა, სიყვარულისადმი დამოკიდებულება, პრაქტიკულობა… რომელიც დღესაც საკმაოდ აქტუალურია მსოფლიოს მასშტაბით (თუმცა, რაღაც დონეზე მიჩქმალული )
ჰო, მართლა, პრაქტიკულობას არაფერს ვერჩი
სექ 30, 2012 @ 15:33:49
გეთანხმები, ხშირად არიაა საჭირო აღმაფრთოვანებელი პერსონაჟები, მაგრამ… იცი რა შემიძლია გითხრა? დოსტოევსკის უბოროტესი პერსონაჟი მაღფრთოვანებს, მოპასანის კი სასაცილოა 🙂