თამარ ჯაფარიძეს!

ჩემი გული უფრო გამალებით ძგერს შენს მოლოდინში!

ტერენტი გრანელი

მე შენზე ვფიქრობ და თითქო გხედავ,

ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.

ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა,

ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე.

ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,

ახლა ქარები არხევენ ტირიფს.

მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას

და, როგორც ბავშვი, დავიწყებ ტირილს.

ასე გაივლის წამება, ოხვრა,

შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.

მოხვალ დაღლილი, მეტყვი: როგორ ხარ?

მოხვალ და ვიცი, მომეფერები.

თუმცა იქნება ღამე წვალების,

ღამე წვალების და ულმობელი.

და ეს თველები, ლურჯი თვალები,

ჩემი თვალები ისევ მოგელის.

ერენტი გრანელი

Advertisements