სადღაც შორს, ნაპრალს ნისლი ეწვია,

მე დავასვენე ბაღში თვალები,

ჰქრიან ფიქრები და პოეზია

რა არის, გარდა იდუმალების.

სადღაც შორს, ნაპრალს ნისლი ეწვია,

მივდივარ, თბილისს ვტოვებ დროებით.

ჰქრიან ფიქრები და პოეზია

რა არის, გარდა უსაზღვროების.

სადღაც შორს, ნაპრალს ნისლი ეწვია,

ძვირფასო, ჩემ გულს შენ არ იცნობდი.

ჰქრიან ფიქრები და პოეზია,

რა არის, გარდა მარადისობის.

სადღაც შორს, ნაპრალს ნისლი ეწვია,

მე დავასვენე ბაღში თვალები.

ჰქრიან ფიქრები და პოეზია

რა არის, გარდა იდუმალების.

ტერენტი გრანელი

Advertisements