ჰელენ ექსლის სასაჩუქრე წიგნები მართლაც სასიამოვნო საჩუქარია თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. მისი შეძენა წიგნის ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ, თუ არ ვცდები 10 ლარად. გარდა წიგისა ,,ჩემს ძვირფას მეგობარს“,ასევე  გამოცემულია ,,ჩემს საყვარელ დედას“, ,,ჩემს საყვარელ ქალიშვილს“, ,,ჩემს საყვარელ ბებიას“, ,,ჩემს საყვარელ დას“, ,,ჩემს განუმეორებელ სიყვარულს“, ,,გისურვებ საუკეთესო დაბადების დღეს“, ,,ძვირფას ადამიანს ბედნიერების სურვილით“. როგორც წიგნის ყდაზე ვკითხულობთ, ,,ეს პატარა კრებული მადლიერების ჟესტადაა ჩაფიქრებული იმ შემთხვევისთვის, როცა განსაკუთრებული ადამიანისადმი თქვენს დამოკიდებულებას ვერც ღია ბარათით გამოხატავთ და ვერც ძვირფასი საჩუქრით. ეს წიგნი კი მისთვის ყვავილების თაიგულზე გამძლე, შოკოლადზე ნაკლებად მსუყე, ბარათზე უფრო მეტყველი იქნება და დიდხანს სათუთად შეინახავს.“

მე გთავაზობთ ამ წიგნის თითქმის ყველა ფრაზას და მას ვურთავ პირადად ჩემი საუკეთესო მეგობრების ფოტოებს. დარწმუნებული ვარ, თქვენც გყავთ მეგობრები, რომლებიც აუცილებლად გაგახსენდებათ ამ ფრაზების კითხვისას, ამიტომ გაუზიარეთ თქვენი გრძნობები მათ და დააფასეთ ისინი, ვინ მარად შეუცვლელნი დარჩებიან.

ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ჩემმა მეგობრებმა გამოიგონეს. მათ ყველა ნაკლი ათასგვარი გზით მშვენიერ ღირსებად გადამიქციეს, მათი წყალობითაა, რომ ჩემი დანაკარგების ჩრდილში მშვიდი და ბედნიერი მივაბიჯებ.

ჰელენ კელერი

როგორც ჩანს, ბედნიერება იმისთვისაა შექმნილი, რომ სხვას გაუნაწილო.

ჟან რასინი

დარდი გზას თვითონ იპოვის, ხოლო სიხარული რომ სრულად შეიგრძნო, ის ადამიანი უნდა გყავდეს, ვისაც მას გაუზიარებ.

მარკ ტვენი

 

მეგობრები ის ხალხია, ვისაც შეგიძლია დილის 4 საათზეც კი დაურეკო.

მარლენ დიტრიხი

როცა გრიპი გაქვს, ნამდვილი მეგობარი ფორთოხლით სავსე ჩენთით მოდის, ის წიგნი მოაქვს, რომლის წაკითხვაც გინდოდა, და ყვავილების თაიგული. ყვავილებს ლარნაკში დებს, ჩაის გიმზადებს, თეფშებს გირეცხავს – და მიდის.

პემ ბრაუნი

ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც კარში მაშინ შემოდის, როცა დანარჩენი სამყარო გადის.

უოლტერ უინჩელი

იმდენად მეგობრები არ გვშველიან, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ისინი გიშველიან.

ეპიკურე

შენთან მოსვლისას სევდა ყოველთვის შენი კარის ზღურბლთან დამიტოვებია, წასვლისას კი არასოდეს გამიყოლია.

თეოდოსია გარისონი

ღმერთმა მოგვცა ნათესავები. მადლობა ღმერთს, რომ მეგობრებს ჩვენ თავად ვირჩევთ.

ეთელ უოტს მამფორდი

,,დარჩი“ – მომხიბლავი სიტყვაა მეგობრის ლექსიკონში.

ლუიზა მეი ელკოტი

მარტოობა ყველაზე ძნელი მაშინაა, როცა გულწრფელ მეგობრობას ხარ მოკლებული.

ფრენსის ბეკონი

თუ მგზავრობას მეგობარი არ გიხალისებს, ყველა გზა ძნელად სავალი ხდება.

ელიზაბეთ შეინი.

 

ახლა აქ, ქვეყნიერების დასალიერში, ფოთოლცვენაა. და თუმცა ყველა მეზობელი ბარბაროსი მყავს, შენგან კი ათასობით ვერსი მაშორებს, – ჩემს მაგიდაზე მუდამ ორი თასი დგას.

ტანის დინასტია

უეჭველია, რომ ჩემს მტრებს ვიმსახურებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ჩემი მეგობრები დავიმსახურე.

უოლტ უიტმენი

რომ შემძლებოდა საზეიმო თავყრილობაზე სიტყვის წარმოთქმით გამომეხატა ჩემი შენდამი ღრმა სიყვარული, – დაიმორცხვებდი, გაწითლდებოდი და გარიდებას ეცდებოდი. არაფერს გეტყვი. მინდა იცოდე, რომ გულში ამ სიტყვებს სულ გიმეორებ.

მერიონ ს. გარეტი

სიმართლე თუ გნებავთ, მეგობრობა ჩემთვის ისეთივე წმინდაა, როგორც მარადიული ქორწინება.

ქეთრინ მენსფილდი

სიყვარული ხიზილალაა და საქორწილო ტორტი, ხენდრო და ტკბილი კრემი. სიყვარული შამპანურია. მეგობრობა კი – ახალგამომცხვარი პური, ახალგადღვებილი კარაქი, გლეხური ყველი და ორისთვის შემომდგარი ჩაიდანი. რა თქმა უნდა, სჯობს ცხოვრებაში ორივე გქონდეს. მაგრამ მეგობრობას უფრო ჩაატან გემოს.

პემ ბრაუნი.

მეგობრობა სიხარულს გვიორმაგებს და დარდს გვინახევრებს.

ჯოზეფ ედისონი

მეგობრობა ვერ გადაგარჩენს, მაგრამ იგი აზრს ანიჭებს გადარჩენას.

კ.ს.ლიუისი

მიყვარხარ არა მხოლოდ იმისთვის, რაც ხარ, იმისთვისაც, რაც ვარ, როცა შენთან ვარ.

მიყვარხარ არა მხოლო იმისთვის, რადაც იქეც, იმისთვისაც, რადაც მაქციე.

მიყვარხარ, რადგან მეტი წილი გაქვს ჩემს სიცოცხლეში, ვიდრე სხვა რამ მრწამსს, და მეტი წილი ჩემს ბედნიერებაში, ვიდრე ნებისმიერ იღბალს.

შენ ეს შეძეი იმიტომ, რომ შენი თავისთვის ერთხელაც არ გიღალატია, ბოლოს და ბოლოს მეგობარიც ხომ ამას ჰქვია.

როი კროფტი

 

მეგობრები უბრალოდ ჰარმონიას კი არ ქმნიან, როგორც ზოგს ჰგონია, არამედ – მელოდიას.

ჰენრი დევიდ ტორო

დრო გადის და მეგობრების უზარმაზარ წრეში ნელ-ნელა ერთ მეგობარს გამოვყოფთ ხოლმე, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ჩვენთან ყოფნა და რომლისთვისაც, როგორც ვხვდებით, უამრავი რამ გვაქვს სათქმელი. ვერ იტყვი, რომ ის ყველაზე ათი თავით მაღლა დგას, ვერც იმას იტყვი, რომ სხვები არიან დიდი აზრისა მასზე. არც ჩაცმულობით გამოირჩევა… მაგრამ როცა შინ ერთად ვბრუნდებით, უცებ ვამჩნევთ, რომ ერთნაირი ფეხსაცმელი გვაცვია – გამძლე და უბრალო, და არა ისეთი ძვირფასი და იშვიათი, ჩვენს დანარჩენ მეგობრებს რომ აქვთ…

ნატალია გინზბურგი

როცა ადამიანებს შინაგანი სინათლე აქვთ, ანათებენ კიდეც. მერე სიბნელეში გზის გაკვლევისას, ერთმანეთს ამით ამოვიცნობთ, ისე, რომ სახეების ნაკვთებით ამოცნობა არ გვჭირდება.

ალბერტ შვაიცერი

ჩვენ შორის არაფერი ხდებოდა უჩვეულო, ან მისტიკური – მხოლოდ რაღაც პირადული. მთელი საიდუმლო იმ ძველისძველ ურთიერთობაშ იყო, ოდითგანვე ორ ადამიანს უხილავი ძაფებით რომ აკავშირებს.

იუდორა უილთი

ნამდვილი მეგობრობა იქაა, სადაც ორ ადამიანს შორის ჩამოვარდნილი დუმილი სიმყუდროვეს ქმნის.

დეივ ტაისონ ჯენთრი

ყოველთვის ვგრძნობდი: მეგობრობის გემო, ნუგეში, მისი უმაღლესი პრივილეგია ისაა, რომ არაფრის ახსნა გჭირდება.

ქეთრინ მენსფილდი

მეგობარი არასდროს გეტყვის: ,,ხომ გეუბნებოდი“, მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა.

უენდი ჯინ სმიტი

მეგობარმა იცის, როგორ მოისმინოს რაოდენობრივად შენი სიტყვები, და მერე ხარისხობრივად გიპასუხოს.

უილიამ დინ ფოუელსი

მეგობრები ახალგამომცხვარი ნამცხვრის თეფშით ქუჩაზე გადმორბიან. მეგობრებს საამებლად საკუთარი კატის კნუტები მოჰყავთ. მეგობრები შენთვის ნათქვამ მწარე სიტყვას თავს უშვერენ. მეგობრები ვაშლით სავსე კალათას ზღურბლთან ტოვებენ. მეგობრები თოვლს შენი კარის წინაც წმენდენ. მეგობრებს არად უღირთ გამარჯვება, თუ შენ მარცხდები. მეგობრები შენს კატას უვლიან.მეგობრებს ვერასოდეს ვერავინ შეცვლის.

ჯუდით ს. გრანტი

ცხოვრებისეული ბედნიერება წამიერი გაელვებებისგან შედგება – კოცნის, ღიმილის, სათნო გამოხედვის, გულითადი ქათინაურის მრავალი პატარა, ძნელად მოსახელთებელი სიკეთისაგან.

სამუელ ტეილორ კოლრიჯი

ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიენებს აქვთ.

ლევ ტოლსტოი

როცა თავს სულელად წარმოაჩენ, ნამდვილი მეგობრები ყოველთვის მიხვდებიან, რომ ეს შენი ჭეშმარიტი სახე არ არის.

ჰ.მ.ე.

მეგობარი ის ადამიანია, რომელთანაც არ შეგიძლია იყო ის, რაც ხარ.

პემ ბრაუნი

ჩემო მეგობარო, შენ ჩემგან მეტისმეტს არასდროს მოელი. გიხარია, როცა რამეს მივაღწევ, და რომც არაფერი გამომივიდეს, შენთვის ამას სრულებით არ ექნება მნიშვნელობა. როგორც შეგიძლია, გვერდით მიდგახარ – მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ უბრალოდ არსებობ.

უენდი ჯინ სმიტი

ჩემს წინ ნუ ივლი, ხომ შეიძლება ვერ გამოგყვე, ნურც უკან ივლი, ხომ შეიძლება ვერ გაგიძღვე. მხარში მედექი და მემეგობრე.

უცნობი ავტორი

Advertisements