საიენტოლოგია სამყაროს საიდუმლოებებისგან შედგება.

ჯონ ტრავოლტა

 

 

 

 

 

სიმართლე გითხრათ, საიენტოლოგიის შესახებ მხოლოდ რელიგიის სოციოლოგიის კურსიდან შევიტყვე და ვიფიქრე, ეს თემა თქვენც დაგაინტერესებდათ. საიენტოლოგია რელიგიაა, თუმცა ამ განმანმარტებაშივე უამრავი კითხვა და ორაზროვანი დებულება იყრის თავს. მისი ეკლესია 1950-იანი წლების ბოლოს ჩამოაყალიბა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ყოფილმა მწერალმა ლ.რონ ჰაბარდმა. ორგანიზაციის მიზანია გაათავისუფლოს ადამიანი მტკივნეული ემოციური და ფიზიკური განცდებისაგან და მწუხარება და აპათია ენთუზიაზმითა და მხიარულებით შეუცვალოს. ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროა ადამიანებმა განსაზღვრული კურსების ციკლი გაიარონ.

ლ.რონ ჰაბარდი

ლ.რონ ჰაბარდი

ცდებით, თუ გგონიათ, რომ საიენტოლოგიის სიბრძნეს მარტივად ,,ეზიარებით.“ იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული კურსები დაამთავრო, ათეულობით ათასი დოლარია საჭირო. მაგრამ თუ მას გაივლით საიენტოლოგია სამყაროსთან ჰარმონიას გპირდებათ.

საიენტოლოგია მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციაა. მას 700 ცენტრი აქვს მსოფლიოს 65 ქვეყანაში და 6.5 მილიონ წევრს აერთიანებს.

არის თუ არა საიენტოლოგია რელიგია? – ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, თუმცა ამ საკითხზე დღემდე მიმდინარეობს კამათი. აუცილებელია თუ არა, რელიგია აღიარებდეს ზებუნებრივ ქმნილებას? ეს თუ ასეა, რა ვუყოთ ჩინურ კონფუციანელობას? აუცილებელია თუ არა, რელიგია აღიარებდეს ერთ უზენაეს ქმნილებას ან ღმერთს? ამ შემთხვევაში რელიგიის სტატუსი უნდა ჩამოერთვას ინდუიზმს, რომელიც მრავალ ღმერთს აღიარებს.

როგორც ხედავთ, რელიგიის არც ერთი დეფინიცია არ არის უნივერსალური და თუ ასეა, რატომ არ შეიძლება, რელიგიად ჩაითვალოს საიენტოლოგია?

წყარო: კახა ქეცბაიას სალექციო რიდერები

Advertisements