ფრენკ მარშალის ფილმი, eight below, რომელიც გადაღებულია 2006 წელს. მთავარ როლებში:ჯეისონ ბიგსი, პოლ უოქერი, ბრიუს გრინვუდი, ჯერარდ პლანქეტი და მუნ ბლუდგუდი არიან, თუმცა, ალბათ, არასწორი იქნება, თუნდაც პოლ უოქერს მთავარი როლის შემსრულებელს თუ ვუწოდებთ, რადგან ამ ფილმის სული და გული რვა უსაყვარლესი ლაიკაა. ჩემი დიდი სიყვარული ძაღლების მიმართ, სწორედ ამ ფილმმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ კინომატოგრაფიის ისტორია ვერც კი ითვლის საუკეთესო ფილმებს, მერწმუნეთ, ეს ნამდვილადაა ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

ფილმის მოქმედება მიმდინარეობს ანტარქტიდაში, სადაც გმირები მონაწილეობენ სამედიცინო ექსპედიციაში, დოქტორ მაკლერთან ერთად, რომელიც გეოლოგია და მეტეორის მოძებნა სურს. მას ამ მისიის შესასრულებლად გაყვება ჯერი შეპარდი (პოლ უოქერი), თავის ნამვილ ოჯახის წევრებთან, რვა ძაღლთან ერთად. ექსპედიციის დროს, რომელიც სავსე იყო დაბრკოლებებით, დოქტორი მაკლერის სიცოცხლეს სწორედ ჯერის ძაღლები იხსნიან. თუმცა ნამდვილი თავგადასავალი სწორედ მაშინ იწყება, როცა ყველა ტოვებს ანტარქტიდას უამინდობის გამო, ხოლო ძაღლები იქ რჩებიან. ჯერი შეპარდს იმედი აქვს, რომ მათ დასაბრუნებლად რამდენიმე დღეში ჩავა, თუმცა გადის თვეები და ის ვერ ახერხებს ანტარქტიდაში წასვლას უამინდობისა და უსახსრობის გამო.

დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ დოქტორი შეპარდი თავისი პატარა ბიჭუნას ოთახში ნახულობს რვა ძაღლის ფოტოს, წარწერით ,,ჩემი გმირები არიან ისინი, რადგან მათ მამას სიცოცხლე იხსნეს“. ამის შემდეგ ის გადაწყვეტს წარმატებული ექსპედიციის შედეგად მიღებული პრემიით დააფინანსოს შეპარდი და წაიყვანოს ანტარქტიდაში ძაღლების საპოვნელად.

შეპარდს იმედი აქვს, რომ ერთი ძაღლი მაინც გადაურჩებოდა საშინელ პირობებს, ან თუ დარწმუნდებოდა, რომ ყველა მათგანი მოკვდა, მოეშვებოდა ყოველდღიურ ფიქრს მათზე და აღარ იცხოვრებდა მოლოდინში. არავის ჰქონდა იმედი, რომ ძაღლები თავს გაართმევდნენ, თუმცა შეპარდი ჩადის ანტარქტიდაში და ხვდება კარდინალურად განსხვავებული სურათი.

Advertisements