Your large adventure on Alaska.

20080827011026

შონ პენის ფილმი, რომელიც გამოშვებულია 2007 წლის 21 სექტემბერს, სტუდია არტ ლინსონ პროდაქშენსის, რივერ როუდ ინტერტეიმენტისა და პარამაუნტ ვენტიჯის მიერ. მთავარ როლს ასრულებს ემილ ხირში,  ქეთრინ კინერთან, ჰელ ჰოლბრუკთან, უილიამ ჰერთისთან, ვინს ვონთან, ქრისტენ სტიუარტთან, ჯენა მელოუნთან და მარშა გეი ჰარდენთან ერთად.

ფილმის მთავარი გმირი კრისტოფერ მაკკენდლესი (ემილ ხირში), პრესტიჟული უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სულაც არ ირჩევს გზას, რომელიც მისთვის ,,შესაფერისი“ და მისი მშობლებისათვის სასურველი იყო. ის მთელ ქონებას რიცხავს საქველმოქმედო ფონდში, უარს ამბობს ყოველგვარ კარიერულ წინსვლაზე, ცივილიზაციაზე, ოჯახზე, მეგობრებზე და უბრალოდ მიემგზავრება. სად? – ალიასკაზე! კონკრეტულად სად რა რისთვის? – მისთვის ხომ უცხოა ყოველგვარი გეგმა მომავალი ცხოვრების შესახებ.

ფილმის მთელი მიმდინარეობის მანძილზე, თქვენ ავტოსტოპით იმოგზაურებთ შეშლილ, გადარეულ კრისტოფერ მაკკენდლესთან ერთად და გზად უამრავ200808271721 საინტერესო ადამინს გაიცნობთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით იმაში, რაოდენ მშვენიერია სამყარო და რა დიდი ხიბლია, იყო უბრალოდ მოგზაური, მოხეტიალე, ანუ ადამიანი, რომელიც დახუნძლულია  შთაბეჭდილებებით და ცხოვრებისგან მუდამ ერთი სურს – ახალი თავგადასავალი!

საბოლოო ჯამში, ფილმს აქვს სევდიანი, თუმცა ლოგიკური, ადეკვატური დასასრული.  აღსანშნავია ისიც, რომ ის რეალურ ამბავზეა დაფუძვნებული და ეძღვნება რეალურ პიროვნებას, რომელმაც მსგავსი ცხოვრება გაიარა.

ფილმი უამრავი ლამაზი სიუჟეტითაა სავსე. დარწმუნებული ვარ, მოიხიბლებით მისი საუნდტრეკებით. თუ რომელიმე თქვენგანი მოგზაურობის მოყვარული, მოხეტიალე ან უბრალოდ, გამოუსწორებელი რომანტიკოსია, ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოს!

Advertisements