გრგრფ

გარდა იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა ჟანრები კინემატოგრაფიაში, ასევე არსებობს საკუთარი, ინდივიდუალური მეთოდი ფილმების

ბობი ლონგს დრო არასოდეს წყალობდა, პირიქით, ყოველთვის ღალატობდა. ხანდახან თითქოს გაუღიმებდა ხოლმე, მაგრამ მერე ყოველთვის მშრალზე ტოვებდა.

ბობი ლონგს დრო არასოდეს წყალობდა, პირიქით, ყოველთვის ღალატობდა. ხანდახან თითქოს გაუღიმებდა ხოლმე, მაგრამ მერე ყოველთვის მშრალზე ტოვებდა.

დახარისხებისა. როგორ სტატუსს მივანიჭებთ ამა თუ იმ ფილმს ჩვენ, მაყურებელი სრულიად ჩვენზეა დამოკიდებული. პირადად ჩემთვის არსებობს ლამაზად გადაღებული, ერხელ საყურებელი და შეუდარებელი ფილმები.

თუმცა, ფილმი, რომლის შესახებაც ვწერ არც ერთ ჩემ მიერ ჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება. არც ლამაზადაა გადაღებული, წვიმა ზუსტად ისეთია, როგორსაც ვხედავთ, ყოველგვარი რომანტიული განწყობის მაპროვოცირებელი დაცვარული მინების გარეშე, არც ერთხელ საყურებელი– უკვე რამდენიმეჯერ ვნახე და “შეუდარებელი” ნამდვილად გადაჭარბებული შეფასება იქნებოდა მისთვის. მაგრამ “სიყვარულის სიმღერა ბობი ლონგს” არც ერთ სხვა ამავე ჟანრის ფილმს არ ჰგავს. ის, ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან სადა და უბრალოა, მაგრამ სასიამოვნო ჟრუანტელში ატარებ 120 წუთს და ნამდვილად გაქვს იმის განცდა, რომ ეს არ არის მხოლოდ ფილმი, არამედ  რეალობაცაა.

ძვირფასო ლორენს, მუსიკაც იყო ყველგან, სადაც შენ იყავი, თქვენი სიმღერა ჩემს სულს შეეხო. ბობი ლონგი

ძვირფასო ლორენს, მუსიკაც იყო ყველგან, სადაც შენ იყავი, თქვენი სიმღერა ჩემს სულს შეეხო. ბობი ლონგი

ფილმის რეჟისორია შაინ გაბელი და მსახიობთა ჯგუფის შესანიშნავად შეხამებული ტრიადა – ჯონ ტრავოლტა, სკარლეტ იოჰანსონი და გაბრიელ მახტი მთავარ როლებს ინაწილებენ. ფარსლინი (სკარლეტ იოჰანსონი) დედის გარდაცვალების შემდგომ, მის სახლში იწყებს ცხოვრებას ბობთან და ლოუსონთან ერთად, რომლებიც სულ არ ეხატება გულზე, ფილმის დასასრულს კი ირკვევა, რომ მათ ძალიან დიდი საერთო აქვთ ერთმანეთთან. მაგრამ, ფინალამდე, მაყურებელს მათი ურთიერთობების ძალიან სასიამოვნო, ერთგვარად სახალისოც და საინტერესო კადრები ელის წინ.

ჟურნალში “ლოს ანჯელეს თაიმსი” კარინა ჩოკანო წერს, რომ ფილმი მოგვითხრობს ისტორიაზე,  “რომელიც

პარიზელი ქალის სურნელი, გაზაფხუზე მომაკვდინებელია.

პარიზელი ქალის სურნელი, გაზაფხუზე მომაკვდინებელია.

გაჟღენთილია ალკოჰოლით, სამხრეთული ლიტერათურითა და ნიუ ორლეანის ბოჰემური ცხოვრების ნესტიანი რომანტიკით”. ფილმის ნახვის შემდეგ, ალბათ,თქვენც დაეთანხმებით მას. J ოქროს

გლობუსზე, სკარლეტ იოჰანსონი წარდგენილი იყო საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში, სწორედ ამ ფილმში შესრულებული როლისათვის და თუმცა მან ეს ჯილდო ვერ მოიპოვა და ვერც ფილმა ჰპოვა დიდი აღიარება (ჯილდოების თვალსაზრისით), მან კრიტიკოსთა საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურა.

 

მეგობარი მკითხველისგან