ზურაბ გორგილაძე

რას ნიშნავს ნეტა ეს დიდება

ჩუმად მგლოვარი?!

ამდენი განძის პატრონი ვარ

და… მათხოვარი.

აქ ხომ სივცეა,

აქ ხომ ცაა,

აქ ხომ დრო არი,

ვისთა ნამუსრი,

ვისთა კიდევ ნაოქროვარი,

რას ნიშნავს ნეტა ეს დიდება

ჩუმად მგლოვარი…

ამდენი განძის პატრონი ვარ

და… მათხოვარი.

ზურაბ გორგილაძე ,,შენთან გასაგზავნი წერილი“

ზურაბ გორგილაძე ,,მობრძანებულხარ, გელოდი!“