il_570xN.312452126

ზურაბ გორგილაძე

მე ვფიქრობ:

თუ მაგას წარსული ვაპატიე,

თუ მაგის ცოდვები ვამსუბუქე-ვამარტივე,

რაც უნდა, იგველგესლონ ციგნებმა,

მაინც… შემიყვარებს, გამყვება ბოლომდე

და ჩემი ერთგული იქნება.

ის ფიქრობს:

თუ მაგან წარსული მაპატია,

მაგ ლაჩარს, ღირსების წვეთიც არ აბადია,

მე მაგას პატიებას ვაჩვენებ,

საჩეჩელს დავუდგამ,

შევაჯდები

გავაჭენ და გამოვაჭენებ.

კლდიდან გაზაფხულის გენია წვეთავს,

ტყეები ირთვება ფართალით,

ოჰ, ქალბატონებო, წყალობა თქვენდა,

ვინ არის ჩვენ შორის მართალი?

***

მთელი ჩემი სიცოცხლე

***

ზურაბ გორგილაძე ,,შენთან გასაგზავნი წერილი“

ზურაბ გორგილაძე ,,მობრძანებულხარ, გელოდი!“