il_570xN.310470522

                                            ზურაბ გორგილაძე

შუბლზე ქვამარილი უნდა წაგაცხო,

ფურებმა რომ გაძღენ ლოკვითა,

ჰაიტ! – შე ფარცაგო და მაკვარანცხო,

ჰაიტ! – შე ჭინკას ჭლიკო, გოგიტა!

 

გულზე ბათუმი გაქვს მიჯაჭვული,

შენ რა გესაქმება ბოგინთან,

ჰაიტ! – შე ჭოჭონიქა კრიმანჭულო,

ჰაიტ! – შე კბილნაფოტა, გოგიტა!

გახსოვს ის საღამო? – თვალკალმახა

ღვინო მიიყუდე კოკითა,

მერე სიცილ-სიცილ, ხარხარ-ხარხარ,

ჩემი მოჯეჯგვა რომ მოგინდა?..

 

გახსოვს განთიადის უმარილი?..

მთვარეს ბიბილო რომ მოთალა?

შენივე სახლში, პურ-მარილზე,

როგორ დაგპატიჟა ოთარმა?

 

გახსოვს როგორ იდექ გასხაპული?

შენი გოგიაის ლოგინთან?

შენი ძარღვის კაცი ერთიც მყავდეს,

მაშინ რაღა მომკლავს, გოგიტა?

 

წავალ კმაყოფილი მსახურივით,

ფინჯან მღვრიე ყავას მოგიტან,

ჩემო კაცურო და უღურკაცო,

ჩემო კბილნაფოტა, გოგიტა!

* * *

* * * (მე ვფიქრობ: თუ მაგას წარსული ვაპატიე)

* * * ( შენ რომ მხარზე ხელი დაადევი კაცს )

მთელი ჩემი სიცოცხლე

* * * (რას ნიშნავს ნეტა ეს დიდება ჩუმად მგლოვარი?!)

ზურაბ გორგილაძე ,,შენთან გასაგზავნი წერილი“

ზურაბ გორგილაძე ,,მობრძანებულხარ, გელოდი!“

ერთგვარი განცხადება